ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით გაემგზავრა.
იგი ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდონგში შაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ჩავიდა.
კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის მეორე შეხვედრა ვიეტნამის დედაქალაქში ოთხშაბათისა და ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი. მანამდე ორი ქვეყნის ლიდერი გასულ წელს სინგაპურში შეხვდა ერთმანეთს. ახლა ყველა თვალი მიპყრობილი იქნება იქითკენ, თუ რა ნაბიჯები გადადგა ფხენიანმა და როგორია პროგრესი ბირთვული განიარაღების საკითხში.
კიმ ჩენ ინი ვიეტნამში თავის დასთან, კიმ იო ჩონთან და ასევე მთავარ მომლაპარაკებელთან, ყოფილ გენერალ კიმ ჩენ ჩოლთან ერთად ჩადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.