„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა ირწმუნება, რომ „რუსთავის მერი იქნა სასტიკად ნაცემი, ფაქტიური პრემიერ მინისტრის, უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრების მიერ, მთელი რუსთავი ამაზე საუბრობს და გამოძიებაც კი არ დაწყებულა“ აღნიშნულთან დაკავშირებით.
„მთელმა რუსთავმა იცის, რომ არჩეული რუსთავის მერი იქნა სასტიკად ნაცემი, ფაქტიური პრემიერ მინისტრის, ფაქტიური პრემიერ მინისტრის, უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრების მიერ და მთელი რუსთავი ამაზე საუბრობს და გამოძიებაც კი არ დაწყებულა. ჩვენ ყველამ ვიცით, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოხდა ფაქტიური გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაახლოებული პირის მიერ კონკრეტული ადამიანის ცემა და ეს განიხილება სოციალურ ქსელებში. არც ამ ფაქტზე არ მომხდარა გამოძიების დაწყებაც კი. აი, ამ ფონზე, როდესაც ასეთი ფაქტების მომსწრეები ვართ, როდესაც არსებობენ ვიღაც ფორმალური და რეალური თანამდებობის პირები და ამ შემთხვევაში მამაცაშვილზე მაქვს საუბარი, ფარცხალაძეზე მაქვს საუბარი და მათ მოძალადე ამალის წევრებზე თუ ოჯახის წევრებზე - ხდება ფოკუსირება კონკრეტულად ოპოზიციის აქტიური ადამიანების მიმართ და ისე, მოვალეობის მოხდის მიზნითაც კი არ დაწყებულა გამოძიება რუსთავის ფაქტზე, რაზეც მოგახსენეთ, სადაც თვითონ „ქართული ოცნების“ მიერვე არჩეული მერი იქნა სასტიკად ნაცემი და ეს იცის ყველამ რუსთავში, აბსოლუტურად ყველამ - ეს იქნება ძალოვანი, ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს იქნება ამომრჩეველი რიგითი, რომელმაც თუნდაც მათი მოწოდებით ხმა მისცა ამ მერს და ამაზე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული მაშინ, როცა ამ ფაქტს ჰყავს ბევრი შემსწრე და ამ დეტალებზე საუბრობს მთელი ქალაქი“, განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.