ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იუნკერთა მემორიალთან.
მთავრობის მეთაურმა 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი კოჯორში, პრეზიდენტთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.
„დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში - საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. მე ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.