სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება
25-02-2019, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა.
,,აქ, ამ ადგილზე, თბილისის გადარჩენისათვის დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. ეს დღე საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება.

 


ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყოთ, არამედ ყოველდღე უნდა ვიხსენებდეთ მათ.

 


ვწუხვარ იმის გამო, რომ აქ ტაბახმელა-კოჯრის მიდამოებში იუნკერთა მემორიალის გარდა, არ არის ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ამსახველი არანაირი კვალი.

 


აქ ახალგაზრდები და უცხოელები თუ ამოვლენ უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რა ბრძოლები ჩატარდა, რა დატვირთვის იყო და რატომაა ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.



საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი