გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 25 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი დატბორა. ხევიდან მოტანილმა ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა.
ადგილზე მიბილიზებულია ტექნიკა, ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვის და რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფელ სანავარდოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაზიანებულია ვენახები და საზამთროს ბაღებიც. ქარიშხალმა სოფელ გავაზში კაკლის ხეები მოგლიჯა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.
ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და ყვარლის რაიონის კეთილმოწყობის სამსახური. ჩახერგილი გზის გასუფთავება წუხელვე მოხერხდა.
ძლიერი სიტყვის შედეგად, თელავის რაიონის სოფლები, ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურაც დაისეტყვა.
სეტყვას თან ძლერი ქარი ერთვოდა, რამაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოგლიჯა.
ამ დროისთვის ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა გახსნილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.