დეპუტატი მირიან წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" რიგები დატოვოს.
წიკლაური პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზეც საუბრობს.
„პარასკევს შევხვდი იმ ჯგუფთან ერთად და რა თქმა უნდა, არის კიდევ დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს მომავალში. განიცდის იმ რაღაც დაპირისპირებასაც. გულწრფელად განიცდის. ზოგიერთი ტოვებს ამ გუნდის რიგებს, ზოგიერთი რჩება ამ გუნდში. არის თითქოს დარჩენილებს შორისაც რაღაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მეც დავფიქრდები ცხადია. ჯერჯერობით მე ვხედავ რესურსს, თუმცა ვნახოთ, შევხედავთ რამდენად ემთხვევა ჩემი აზრები დანარჩენი გუნდის წევრების აზრებს. რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ერთად მუშაობის გაგრძელება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", უთხრა მირიან წიკლაურმა „რუსთავი 2"-ს.
შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ დატოვოს უმრავლესობა, წიკლაურმა განაცხადა:
„გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, თუმცა კონსულტაციები გრძელდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.