ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ახლა შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან“
25-02-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ახლა შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან“.

 


„TVპირველის“ ეთერში ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე“ არ წარიმართება. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად და რეალურად, არანაირი შანსი სააკაშვილის მმართველ ძალად და მმართველად ხელისუფლებაში მობრუნებისა, არ არსებობს“.

 


„ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალიან ბევრი საინტერესო სვლის გაკეთებას შეეცდება. ის შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან. რამდენად მისცემენ ეს ადამიანები საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები კვლავ აკონტროლოს, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

 

 

„მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად და რეალურად, არანაირი შანსი სააკაშვილის მმართველ ძალად და მმართველად ხელისუფლებაში მობრუნებისა, ნამდვილად არ არსებობს... ივანიშვილს აცოცხლებს სწორედ სააკაშვილის საფრთხის არსებობა და ამიტომ არის, რომ თავის დროზე ივანიშვილმა არც სააკაშვილი გაასამართლა, არც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენა თავის ადგილზე და კოჰაბიტაციაში შევიდა და ამით სულდგმულობს ივანიშვილი. ეს აღარ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 2020 წელს. 2020 წელს ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს მერე, რამდენი პროცენტი უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს პარლამენტში, რამდენი პროცენტი უნდა, რომ ჰყავდეს სხვა ოპოზიციური ძალა და ა.შ.“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   ლაშა
      
მე ორივე ხელით აწეული გეთანხმებით. ესენი არიან შოუმენების ამპულაში. რაც უკვე აგარცკი გამოსდით
6 მარტი 2019 09:42
#1  დიანა
      
ბურჯანაძე ხიშნიცა,ვერ ელევა ერთლარიან აგარაკს და ხალხისგან ანაღლეტ სიმდიდრეს!
რით ვერ გაძღა ეს ქალი
25 თებერვალი 2019 09:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი