სერგი კაპანაძე: არც ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა „ქართულ ოცნებას“, არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება
25-02-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები რეალურად ოპოზიციად არ შეიძლება მოიაზრებოდნენ, რადგან კაპანაძე მიიჩნევს, რომ გუნდიდან წასულ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არამედ მის კარზე, დაპირისპირებული ჯგუფის ხარჯზე, გავლენის მოპოვება სურს.

 

 

„გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია იმიტომ, რომ ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არც ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა „ქართულ ოცნებას", არ აპირებს და არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული", აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი