„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, რისთვისაც მივიღეთ მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიული კონსოლიდაცია ძალიან წარმატებულად შესრულდება. მე ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი მთავრობის მონაპოვარი“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების ერთი ნაწილის წასვლაში „ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ხედავს“.
„ამაში ტრაგიკულს არაფერს არ ვხედავ. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს გვყავს ძალიან მყარი უმრავლესობა და ეს გაგრძელდება“, თქვა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.