„გერმანიის მთავრობამ გამოგვიყო გრანტი, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ითვალისწინებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 240 კერძო სახლი და ასევე 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით, საქართველოში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას; დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები.
მამუკა ბახტაძემ გერმანიის მთავრობას გრანტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.