სს „ქართული ლუდის კომპანია“ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა.
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის სს „ქართული ლუდის კომპანია“-დან აცნობეს.
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამოფენაზე პირველად წარადგინა ასევე არაალკოჰოლური ლუდი „რაგნარი“, რომლესაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოფენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა 50-ზე მეტ დისტრიბუტორთან.
ქართული კომპანიები Gulfood 2019-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით წარდგნენ. გამოფენაში მონაწილეობა სულ 12-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი - ასევე, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.
Gulfood 2019 არაბთა გაერთიანებული საემიროების უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.
გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.