დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შპს „ვი-აი-პი“ აწარმოებს დაზიანებული მონაკვეთების მოხრეშვა-მოშანდაკებას ჭილურტი-ებნისის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთსა და სოფელ ჭილურტის შიდა გზებზე.
აღნიშნული სამუშაოების მოსანახულებლად 25 თებერვალს, ადგილზე იმყოფებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ ჯარიაშვილი.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს“, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.