მესტიის მუნიციპალიტეტი ესპანეთის ერთ-ერთი მხარის, ბერგუედას რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს და „კატალონიის ტყის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრს“ უმასპინძლებს
26-02-2019, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტი ესპანეთის ერთ-ერთი მხარის ბერგუედას რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს და „კატალონიის ტყის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრს“ უმასპინძლებს. შეხვედრა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება.

 


ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული განვითარების სფეროში, კერძოდ განათლების, ტურიზმის და ხე-ტყის წარმოების განვითარების კუთხით. სწორედ ამ მიმართულებით მესტიის მუნიციპალიტეტსა და ესპანეთის ბერგუედას რეგიონულ საბჭოს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 


ვიზტის ფარგლებში „კატალონიის ტყის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ცენტრის“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ ხე-ტყის წარმოების ევროპულ სტანდარტებს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და უნარჩენო ხე-ტყის წარმოების განვითარებას. ასევე განხილული იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ერთობლივი პროგრამების განხორციელებით ხე-ტყის წარმოების პროცესში ჩართული მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი