გიორგი ქობულია: „სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები“
26-02-2019, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ. ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

 


გიორგი ქობულიას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. „სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი