„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი - იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ", აღნიშნული განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენს აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო თიბისიზე და საერთოდ საქართველოს იმიჯზე, ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები მოსულები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას", თქვა მამუკა ხაზარაძემ.
თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებზე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ. სხდომაზე მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ბადრი ჯაფარიძე მივიდა. პარლამენტში იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.