საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საჩოგბურთო კორტები გახსნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. პრემიერმა ჩოგბურთელებს აღნიშნული ობიექტის გახსნა მიულოცა.
"დღეს გავხსენით კიდევ ერთი და ბოლო ობიექტი, ეს არის კორტების ცენტრი; პრაქტიკულად ნოლიდან გავაკეთეთ ყველაფერი. აქ არის ცხრა ღია და ორი დახურული მოედანი. ჯამში, ეს პროექტი 6,5 მილიონი ლარი დაჯდა. ჩვენ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტების მოედნები ექნებათ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულოა, აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ გვაქვს წარმატებები, გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასე რომ, ეს არის მათთვის სტიმულის მომცემი, კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ჩოგბურთელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებულ ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაციას დაესწრნენ, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. მათ ახლად გახსნილი ობიექტი დაათვალიერეს.
12 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული არის ცხრა ღია და ორი დახურული ჩოგბურთის კორტი. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით თბილისში გაიმართება. დედაქალაქს 50 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენი ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.