ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს: „გამოჩნდა კიდეც, დაბრალებული ლიდერები როგორ თამაშობენ სახლობანას“
26-02-2019, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.

 


შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური შეცდომა ირაკლი კკობახიძე, ბესელია პასუხობს:

 

 

„ერთ-ერთი შეცდომა არის უთუოდ. ერთ-ერთი სერიოზული შეცდომაა ისევე, როგორც სხვა საკადრო გადაწყვეტილებები, რამაც აჩვენა, რომ ვერ გაამართლა პრაქტიკაში. პარლამენტი სამართავად ყველაზე რთული ორგანოა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, მას სჭირდება გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსი და არა ისეთი გამოუცდელი ადამიანი, რომელიც პირველ საჯარო სამსახურს ამ თანამდებობაზე იწყებს. გამოჩნდა მერე კიდეც, ეს დაბრალებული ლიდერები როგორ თამაშობენ სახლობანას და ამასობაში, ქვეყანას ადგბა ზიანი. მე არ მცალია იმისთვის, რომ ვუყურო, როგორ თამაშობენ სახლობანას", უთხრა „რუსთავი 2"-ს ეკა ბესელიამ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელები ფრაქციის შექმნაში მას ხელოვნურად უშლიან ხელს.

 

 

„კონსულტაციები უკვე დაწყებულია. უკვე რამდენიმე ადამიანი გვყავს, ვინც თანამოაზრეა. რა თქმა უნდა, იქნება ამ პროცესში ბარიერები და ხელისშეშლები და გარკვეული ხელოვნური წინაღობები, რასაც ვხედავ და ვგრძნობ, მაგრამ გადალახვადი მგონია", აღნიშნა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი