ნინო ბურჯანაძე: უმრავლესობის დაშლის პროცესი შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი თავისი მილიარდებით, ამის შეჩერებას ვერ შეძლებს
26-02-2019, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, - ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 

 

მისი განცხადებით, დასაფასებელია ე.წ. ამბოხებულთა პოზიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება იყოს ტაქტიკა.

 

 

„მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დღეს უკვე ეს კრიზისი ნათლად გამოჩნდა.... სავარაუდოა, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელს არ იყოს ისეთი დასუსტებული, როგორც დღეს არის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ „ოცნების“ დამფუძნებლებმა გააპროტესტეს სასამართლო სისტემის ისეთი ადამიანების ხელში ჩაგდება, როგორიცაა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ნამდვილად დასაფასებელია მათი პროტესტი, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა მთავარ შემოქმედს იმ უბედურებისა, რაც ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება იყოს ტაქტიკა. შეიძლება, მათ ჯერ არ სურთ ივანიშვილის ბოლომდე განაწყენება, შეიძლება მათ აქვთ სურვილი ბიძინა ივანიშვილი გადმოქაჩონ სწორ პოზიციაზე, თუმცა ეს ვერსია ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე საუბრობს და 27 თებერვლის შეხვედრას აანონსებს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ერთად იმსჯელებს, თუ როგორ უნდა შეგროვდეს მილიონი ადამიანის ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

 

 

„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ერთ მაგიდასთან სხდებიან სრულიად ოპოზიციური სპექტრის ლიდერები, პრაქტიკულად ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი, გარდა „ქართული ოცნებისა“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც ჯანსაღად ხედავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაერთიანდეს იმ იდეის გარშემო, რათა 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ეკა ბესელია და მისი მომხრეები იქნებიან თანმიმდევრულები და ამ საერთო იდეას შემოუერთდებიან“, აცხადებს ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრი საინტერესო ნაბიჯის გადადგმას შეეცდება, რათა გააკონტროლოს არა მხოლოდ მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ თითოული ადამიანი, ვინც მას ემიჯნება ან მომავალში გაემიჯნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი