ტერეზა მეიმ პირობა მისცა დეპუტატებს, „ბრექსიტის“ შეთანხმებისა გარეშე ან გადავადების კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, თუკი ისინი უარს იტყვიან შემდეგ თვეში, 12 მარტს, თემთა პალატაში მის მიერ ბრიუსელთან მიღწეული „ბრექსიტის“ არსებული შეთანხმების მხარდაჭერაზე.
BBC-ის ცნობით, ტერეზა მეი განცხადებას „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ამ წუთებში აკეთებს, რომლის მიზანიც იმ მეამბოხე მინისტრებიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა, რომლებიც ჯერ კიდევ მის მხარდამჭერებად მოიაზრებიან.
პრემიერ მინისტრმა პირობა მისცა დეპუტატებს, რომ თუკი ისინი 12 მარტს დაგეგმილ „ბრექსიტის“ შეთანხმების კენჭისყრისას უარს იტყვიან მასზე, იგი ევროკავშირის „ბრექსიტის“ გარეშე დატოვების კენჭისყრის გამართვისა და „ბრექსიტის“ გადავადების საშუალებას მისცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი „მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ევროკავშირს 29 მარტს, თუკი თემთა პალატაში მკაფიო თანხმობა იქნება ამ შედეგის შესახებ“, აღნიშნა მეიმ.
მაგრამ, მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს 50-ე მუხლის გახანგრძლივება, გამაფრთხილებლად განაცხადა რა, რომ „ეს არ განაპირობებს შეთანხმების უფრო ადვილად მიღებას“.
პრემიერ მინსტრმა თქვა, რომ იგი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას 12 მარტს გაიტანს კენჭისყრაზე და თუკი მას დეპუტატების მხარდაჭერა არ ექნება, იგი იმავე დღეს ორ სხვადასხვა კენჭისყრას ჩაატარებს - ერთი იქნება ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება, მეორე კი 50-ე მუხლის, რომელიც 2 წლის განმავლობაში დატოვებას გულისხმობს, გახანგრძლივების თხოვნა, გადავადდეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე 29 მარტის მიღმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.