მე ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებას არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული, ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას, მის თანამოაზრეებსა და კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ჯგუფს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
ზარდიაშვილი ასევე ეხმაურება „შპარგალკების" შესახებ ბესელიას განცხადებასაც და ამბობს, რომ თავად „შპარგალკებით" არასდროს უხელმძღვანელია.
„არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ მიმოქმედია სხვისი დავალებით, არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ მიმოქმედია შპარგალკებით. ვინც შპარგალკებით მუშაობდა, ვინც თავის მიერ მიღებულ კანონს, კონსტიტუციას, შპარგალკებით მიღებულს ეძახის, ისევ იმ ადამიანმა უნდა გასცეს პასუხი, ვის მოჰქონდა ეს შპარგალკები, ვინ აგზავნიდა, ვინ აიძულებდა, თუ აიძულებდა ამ შპარგალკების ინსტრუქციების შესრულებას. თუ არადა, ეს ისეთივე მონაჭორი იქნება, როგორც ბევრი სხვა", უთხრა ვანო ზარდიაშვილმა „რუსთავი 2"-ს და დასძინა:
„ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.