ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის პერსონალისთვის „ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების“ (LOGREP) კურსი იმართება. სემინარი მიზნად ისახავს ლოჯისტიკური კუთხით პერსონალის მომზადებასა და იმ სტანდარტებთან მიახლოებას, რომელიც ნატოს მიერ წარმოებულ საერთაშორისო სწავლებებსა თუ საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციებშია დანერგილი.
ტრენინგთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად უნგრეთის რესპუბლიკიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფი ესტუმრა. ოთხდღიანი კურსის განმავლობაში უნგრელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებენ და ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.