საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, პეტერ გოლდგრუბერს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს.
მხარეების შეფასებით, საქართველო და ავსტრია დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საუბარი, ასევე, შეეხო მიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს. ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.
პეტერ გოლდგრუბერმა ქართულ მხარეს საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.