დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ერთმანეთს პირისპირ 118 წლის სასტუმრო „მეტროპოლში“ შეხვდებიან
27-02-2019, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოთხშაბათს ერთმანეთს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში შეხვდებიან მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში მათი პირველი ისტორიული შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. ორივე ლიდერი უკვე ჩასულია ვიეტნამში.

 


„ვიეტნამი აყვავების გზაზე დგას და ამ მხრივ ის მცირე ადგილებს შორისაა დედამიწაზე. ჩრდილოეთ კორეასაც იგივე ელოდება, და ძალიან მალე, თუ ის ბირთვულ განიარაღებას მოახდენს“, განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“.

 


„პოტენციალი შთაბეჭდილებებით აღსავსე, დიდი შესაძლებლობებია - როგორც თითქმის არავისთვის ისტორიაში - ჩემი მეგობარი კიმ ჩენ ინისთვის“, აღნიშნა ტრამპმა.

 


თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და კიმი სასტუმრო მეტროპოლში ადგილობრივი დროით საღამოს 6:30 საათზე შეხვდებიან და მათი პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა 20 წუთი გასტანს, რის შემდეგაც ლიდერები თავიანთ მრჩევლებთან ერთად სადილზე გადაინაცვლებენ. მოლაპარაკებების სერია ხუთშაბათსაც გაგრძელდება, თუმცა 28 თებერვლის შეხვედრების ადგილი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 


ჰანოიში მდებარე სასტუმრო მეტროპოლში, რომელიც 118 წლისა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი