დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის საკითხზე შიდა პროტესტი არაერთხელ გამოხატა.
ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემის პირველი რეფორმა 2013 წელს დაიწყო და როგორც კი მიხვდა, რომ პროექტი, რომელიც სასამართლოს კონკრეტული ჯგუფის სასარგებლოდ იცვლებოდა, შეეცადა ინიციატივის ჩაგდებას.
უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ მისი მხრიდან პროტესტის მეორე ტალღა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მოჰყვა.
„2017 წელს მე გავხდი ინიციატორი, რომ დამეწყო სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი. რატომ დავიწყე ეს, რა მინდოდა? აი, ზუსტად იმიტომ, რომ ვხედავდი პრობლემებს, გამოწვევებს. შიშველ სადენებს მოვკიდე ხელი. მე უბრალოდ არასდროს არ მეშინოდა, სირთულეების გზაზე მევლო.... ამ ორი წლის განმავლობაში, როდესც ამ ხელის ბიჭს - ზარდიაშვილს გამოატანეს „შპარგალკით" და უთხრეს, რომ რაღაცები უნდოდათ რომ კანონში შეეცვალათ - უბრალოდ ვაჩვენე კარი სად იყო და ვუთხარი, რომ იქიდან რომ გავიდოდა, მეორედ ასე არ გაებედა მოსვლა და მე ვთქვი, რომ არავის ჭკუაზე არ გაივლიდა ეს კომიტეტი - იმ ცვლილებას გავატარებდით, რა ცვლილებასაც ჩავთვლიდით საჭიროდ.... არავის კაპრიზები არ გასულა კომიტეტში, თუმცა მცდელობები იყო. აი, ამიტომ გავხდი მიუღებელი", განაცხადა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.