ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დენზე ტარიფის მომატების შემთხვევაში სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება
23-07-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხებათ. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ ტვირთი შეუმსუბუქოს.


"ვიცით, რომ დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს. გვესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ რეალობით, რომელიც რეგიონშია შექმნილი და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება და ეს საქმით დავამტკიცეთ - 3 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი