„გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.
„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი, მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ერთად აქვს გავლილი „ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა“ და ორივემ იცის „რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა“.
„ვისაუბრეთ ყველა დარგზე და ყველა მიმართულებაზე რაც აერთიანებს ჩვენ ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს გავლილი ერთად ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. გავიარეთ ერთად წარმატებები, გავიარეთ ერთად ტრაგედიები ამ ბოლო საუკუნეების მანძილზე. ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა და ესეც გვაერთიანებს - ეს განსაცდელი რომ ერთად გავიარეთ, და ვიცით, რა ფასი აქვს იმას, რომ გააგრძელო მაინც წინსვლა, მშენებლობა სახელმწიფოსი, განვითარება ეკონომიკის, განვითარება კულტურის და იდენტობის. ჩვენ ამ ყველაფერში ვგრძნობთ ძალიან დიდ სიახლოვეს და მეგობრობას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და დასძინა, რომ „ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ მოვნახოთ ასეთივე გამაერთიანებელი მასშტაბური პროექტი“, რაც შესაძლოა სატრანსპორტო კორიდორის განვითარება იყოს, რადგანაც ძალზედ „მნიშვნელოვანი არის აზიის, ჩინეთის და ევროპის გაერთიანება“.
„ისიც გავიზიარეთ, რომ ჩვენ ერთობლივად, გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში მართლაც შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის ნიშანი, რითაც ჩვენ შევდივართ მსოფლიოში. ენერგეტიკაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო; არის სტაბილური, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ. ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ მოვნახოთ ასევე გამაერთიანებელი, ასეთივე მასშტაბური პროექტი და ამის შესახებ ისაუბრეთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და ეს სატრანსპორტო კორიდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც შეიძლება ამან მოგვცეს ის ღერძი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკას ეკუთვნოდა წინა პერიოდში. ეს არის დღევანდელი მსოფლიოს ალბათ ყველაზე პოტენციით სავსე მიმართულება. ტრანსპორტი არის მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მხრივ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის აზიის, ჩინეთის და ევროპის გაერთიანება და ჩვენ ვდგევართ ამ გზაზე - ამ გზაზე, რომელიც არის პრინციპში ყველაზე მოკლე გზა, მაგრამ ჯერ ამ გზის ყველა საშუალება არა გვაქვს განვითარებული და ეს არის ჩვენზე დამოკიდებული“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.