საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, „ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლო დაყენების საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ასევე ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება.
„კარგია რომ ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან ამაში - ის უნდა წავიდეს პარლამენტიდან და პოლიტიკიდან, რადგან „ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, რაც ცუდია. კობახიძე გასაშვებია პოლიტიკიდან, ადგილიც კი მივუჩინე - მადამ ტიუსოს მუზეუმში", განაცხადა ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძემ საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზეც გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი და აღნიშნა, რომ არა ეკა ბესელიას ფრაქციაში შესვლას, არამედ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს.
„არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას. არ ვაპირებ ტექნიკური მხარდამჭერი დეპუტატი ვიყო. ცალკე ვაპირებ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.