ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეხვედრაზე.
ნინო ბურჯანაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებები, რათა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დაინახოს ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც სინამდვილეში მხარს უჭერს. ფორმატი, რომელიც აქ არის - ყველა მინუს „ქართული ოცნება“ და ეს ფორმატი ნიშნავს იმას, რომ სრულიად პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად შეხედულებისა და განსხვავებული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ ამბობს, რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს იმაში, რომ თავად მოსახლეობის განწყობა აისახოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელმოწერები შეგროვდება. რა ბერკეტები არსებობს? ბერკეტი უგუნური ხელისუფლებისთვის და ხელისუფლების ზეწოლისთვის არის სწორედ ხალხის ნება და ხელისუფლება, რომელიც მილიონი ადამიანის ნებას წინ აღუდგება და იგნორირებას გაუკეთებს, როგორ დაამთავრებს ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება", პრესსამსახური იტყობინება.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.