ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, სასტუმრო „მეტროპოლში“ შეერთებული შატატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა გაიმართა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა თავიანთ მრჩევლებთან ერთად სადილზე გადაინაცვლეს.

მოელიან, რომ ორდღიანი მოლაპარაკებებისას კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საგზაო რუკაზე მსჯელობა ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს.
ტრამპი იმედოვნებს, რომ კიმთან მოლაპარაკებები „ძალიან წარმატებული“ იქნება. შეკითხვაზე, გამოცხადდება თუ არა კორეის ომის ოფიციალური დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება კიმისთვის დახმარების გაწევას, რომ ჩრდილოეთ კორეამ საოცარ ეკონომიკურ მომავალს მიაღწიოს.
კიმმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდი ლიდერი“ უწოდა, განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ იქნება „ჩინებული შედეგი, რომელსაც ყველა მიესალმება“.
„მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს მოხდეს“, უთხრა კიმმა ჟურნალისტებს, ვიდრე ლიდერები სადილზე გადაინაცვლებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.