რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე, ქართულ მხარეს რუსეთის მხრიდან არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ აფრთხილებს.
კარასინს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის უსიამოვნო მოულოდნელობა.
„ძალიან ფართო დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა გამოგვდის და გამოგვდის ბევრი რამ. ვისაუბრებთ სირთულეებზეც, რომლებიც კვლავინდებურად, პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ როგორც წესი, ისინი დადიან იქამდე, რაც ვთქვი. უნდა ვისწრაფოთ, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა სფეროში და გავაფრთხილოთ ჩვენი ქართველი პარტნიორები არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, რადგან ეს არასასიამოვნო მოულოდნელობები არასასიამოვნო იქნება ორივესთვის", აცხადებს კარასინი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.