„იძულებული ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“ - სერგეი შოიგუ NATO-ს, საქართველოსა და უკრაინის ალიანსის სწავლებებში ჩართვის გამო, მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს
27-02-2019, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მიმართ გარკვეული ტიპის სახიფათო განცხადება თავდაცვის უწყებაშიც გაკეთდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, არაწევრი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს სწავლებებში ჩართვის, სწავლებების ინტენსივობისა და მასშტაბურობის გამო, მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ რუსეთი აღნიშნულზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. 

 

 

„ორჯერ გაიზარდა მასშტაბი და სწავლებების ინტენსივობა, რომელშიც სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ნატო-ს არაწევრი ქვეყნები - უკრაინა და საქართველო. მსგავსი ქმედებები არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას. ასეთ ვითარებაში ჩვენ იძულებული ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ, სტრატეგიული შეკავების ღონისძიებების, სამხედრო დანაყოფების, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმასთან შერწყმით", განაცხადა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

ქართული მხარის მიმართ გზავნილი ჰქონდა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაც. გრიგორი კარასინმა საქართველო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გააფრთხილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი