„ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ არასამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით, სადაც ინსტიტუტები კი არ მართავენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ მართავს ერთი ადამიანი თავისი შეხედულების მიხედვით და ყველა ამ ინსტიტუტს იყენებს იმის მიხედვით, თუ რა სურვილი აქვს ახლა ან იმის წინააღმდეგ, ვისაც ამოიჩემებს ამა თუ იმ მოსაზრებებით“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო გოგუაძემ „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას.
„ბიძინა ივანიშვილს განათლების სისტემაში რა პროცესი მიმდინარეობს და მე თუ მკითხავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია განათლების სისტემაში, ასევე ეკოლოგიაში, ესენი არ აინტერესებს. პრემიერ მინისტრი როდესაც იყო, არც მაშინ აინტერესებდა ეს სისტემები ასე თუ ისე. ასე რომ მართავს, მართავს მართვადი ქაოსით. ზოგჯერ სპეციალურად შექმნილია ეს ქაოსი. იმდენი რაღაც ხდება, იმდენი სიძულვილის კერა არის გაჩენილი, მე კი არ ვარ ვამბობ, რომ ბიძინამ გააჩინა მაინც და მაინც ეს კერა, მაგრამ აი, საერთოდ სიძულვილით კულტივირებული პოლიტიკა, აი, დაიწყო ეს „ნაციონალების“ მიმართ. რა მოხდა? „ნაციონალების“ ნაწილი გადაიბარა, სისტემები გადაიბარა, ზოგი ადამიანი გაუშვა ციხეში და ზოგი ადამიანი, რომლის მიმართ სხვათა შორის სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, დატოვა პოლიტიკაში სიძულვილის მაგალითად და როდესაც იწყება კულტივირება თუნდაც შენი პოლიტიკური ძალიან მიუღებელი ოპონენტის მიმართ, სიძულვილით გაჟღენთილი ხდება ხოლმე მერე მთელი საზოგადოება და იმდენი სიძულვილის კერებია, იმდენი პრობლემებია, იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ ეს სისტემა არ არის მოქალაქის კეთილდღეობაზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული, რომ შთაბეჭდილება რჩება, რომ არავინ არაფერს არ მართავს და რაღაცა ქაოტურად მივდივართ. ამ დროს ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ არასამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით, სადაც ინსტიტუტები კი არ მართავენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ მართავს ერთი ადამიანი თავისი შეხედულების მიხედვით და ყველა ამ ინსტიტუტს იყენებს იმის მიხედვით, თუ რა სურვილი აქვს ახლა ან იმის წინააღმდეგ, ვისაც ამოიჩემებს ამა თუ იმ მოსაზრებებით. ასე რომ სულ მთლად ეს ქაოსი უმართაობის ბრალი არ არის ჩემი აზრით და იმ სისტემებით მართავს, რომელიც მას აინტერესებს და სჭირდება“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.