„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იმედოვნებს, რომ „სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნითაც“.
როგორც მელიამ „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“ ჩართვისას აღნიშნა, ივანიშვილისთვის ზურგის შექცევის მიზეზი იქნება ის, რომ თავად მან „დიდი ხანია ყველას და ყველაფერს ზურგი შეაქცია“.
„დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნითაც. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ივანიშვილმა დიდი ხანია ყველას და ყველაფერს ზურგი შეაქცია და პირველ რიგში იმ ხალხს, ვისაც სჯეროდა ამ ადამიანის; იმ ხალხს, ვისაც უკეთესი უნდოდა საქართველო ეხილა 2012 წლიდან და არა უარესი. და იმ ადამიანმა, ივანიშვილმა, რომელმაც ღიად უკვე განაცხადა, რომ ჩემი მეგობარი, ჩემი საუკეთესო ნდობით აღჭურვილი პირი იქნება ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე და თქვენ იქ რას ლაპარაკობთ საერთოდ არ მაინტერესებს, ეს კიდევ უფრო ბევრის მეტყველი არის“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.