ნიკა მელია: „წარმოიდგინეთ, ხვალ რომ ბავშვი დაიბადება, 30 წელი, ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგით, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებად ისევ მურუსიძე და ისევ ჩინჩალაძე უნდა გვყავდეს“
28-02-2019, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭირა მხარი ეკა ბესელიას მიერ საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე 5-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა და რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრისას ჩავარდა.

 


ნიკა მელიამ „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“ - საუბრისას თქვა, რომ ამის მიზეზი იყო ის, რმ მას არ უნდა მომავალი 30 წლის განმავლობაში ისევ მურუსიძე და ისევ ჩინჩალაძე იყვნენ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები.

 


„მე არ დამიმალავს, დიდი სიამოვნებით დავუჭირე მხარი, მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომელიმე „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დავუჭერდი მხარს, მაგრამ მე დავუჭირე არა ქალბატონი ეკა ბესელიას და მის კანონპროექტს, არამედ ჩემი შვილის და ჩვენი პატარა თაობის მომავალს, იმიტომ რომ, ეს კანონპროექტი იძლეოდა შესაძლებლობას, რომ დროებით მაინც მეტასტაზირების პროცესი შეჩერებულიყო სასამართლო სისტემაში და მურუსიძის და ჩინჩალაძის ხელით არ დაინიშნოს ათეულობით მორჩილი მოსამართლე. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ ბავშვი დაიბადება და რაც შეიძლება ღმერთმა ბევრი დაბადოს ამ ქვეყანაში, 30 წელი რომ გადავითვალოთ, ისევ მურუსიძე და ისევ ჩინჩალაძე უნდა გვყავდეს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგით ჩვენ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებად. ამას დავუჭირე მხარი, რომ იქნებ ეს რაღაცნაირად შეჩერდეს დროებით“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი