სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო ვიზიტად თურქეთში, არდაგანის გუბერნიაში იმყოფებოდა.
ვიზიტი არდაგანის გუბერნატორის მუსტაფა მასატლის მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმი. ქართულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია, რომელზეც ყურადღება გამახვილდა სამცხე-ჯავახეთში საინვესტიციო პოტენციალის და ტრანსსასაზღვრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

პრეზენტაცია წარადგინა არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჩეტინ დემირჩმაც. პრეზენტაცია არტაანის გუბერნიის ეკონომიკური პოტენციალს და საქართველოსთან ექსპორტ-იმპორტის მონაცემების ანალიზს შეეხებოდა. აგრეთვე მიმოიხილეს საინვესტიციო დარგებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თურქეთის სახელმწიფოში არსებული შეღავათიანი რეგულაციები.

მხარეები შეთანხმდნენ, მომავალშიც გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონების სავაჭრო-ეკონიმიკური და ტურისტული სფეროების განვითარების მიზნით.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.