ნიკა მელიას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება ხელისუფლებას“ და „ის, რაც მას სჭირს და რისი გაკეთებაც მას უწევს, ეს არის აგონიის ნიშნები“
28-02-2019, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური ალღო, ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება ხელისუფლებას. ის, რაც მას სჭირს და რისი გაკეთებაც მას უწევს, ეს არის აგონიის ნიშნები“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“.

 

 

„ვისაც ოდნავ მაინც, და არ არის აუცილებელი ვიყოთ პოლიტიკოსი ან პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური ალღო, ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება ხელისუფლებას. ის, რაც მას სჭირს და რისი გაკეთებაც მას უწევს, ეს არის აგონიის ნიშნები. კარგი ცხოვრებისგან მას ეს არ ემართება.

 


გავიხსენოთ, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ფორმალურად. იმიტომ, რომ მან განაცხადა, რომ იძულებული ვარ დავბრუნდე, ვინაიდან გუნდი იშლებაო. დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ და რა? განიმუხტა ვითარება გუნდში? მე მის გუნდზე არ ვიდარდებდი, როგორც ასეთზე, თუ ამას შეიძლება პოლიტიკური გუნდი ვუწოდოთ. მე ვდარდობ, ვინაიდან, ეს გუნდი ჯერჯერობით მართვის სადავეებთან არის ამ ქვეყნის. გაღრმავდა კრიზისი, ხომ? შესაბამისად, ის რაღაც კონსპირაცია, თითქოს ახლა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიათი და მდარე ადამიანებით აკეთებს რაღაც სხვა პოლიტიკურ პროცესს, არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიცრუე“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 1
#1  დიანა
      
მელიაუდღეურო,შენ რა გიხარია,რაა!
გგონია ხალხი დაუშვებს ისევ გნაცმანიაკების დაბრუნებას ხელისუფლებაში?!
კარგად გვახსოვს თქვენგან ხალხის ძარცვაგლეჯა,უდანაშაულო ადამიანების ციხეებში წამება,ქუჩებში ხალხის დახვრეტა!
წადით გადაშენდით თქვე ქვეყნის ურჯულომაოხრებლებო!
თქვენ ყიზილბაშებზე უარესები ხართ!
28 თებერვალი 2019 09:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი