კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა
28-02-2019, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას.

 

 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ემსახურება.

 

 

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხია და საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე გამგეობები.

 

 

თვალშისაცემია გამწვანება და ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მიმართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. კანონპროექტებს, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. ამისთვის მადლობას ვუხდი პარლამენტს და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. აღნიშნული კანონპროექტების მიხედვით, მათ შორის, სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ, კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეგვაქვს“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ამზადებს.

 

 

„ეს კანონპროექტებიც პარლამენტს გადაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, აქაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ტრანსპორტის განახლება, ტექნიკური ინსპექტირება. ყველა მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ“, განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი