დავით მაღრაძე „ქართულ ოცნებას“ მკაცრად აფრთხილებს, რომ „პროტესტი გაიზრდება, გამძაფრდება“ და პარტიაში ზარდიაშვილის და სასამართლოში „ორი მთავარანგელოზის, გაბრიელის და მიქაელის ნაცვლად მურუსიძის და ჩინჩალაძის“ არსებობა „სამარცხვინოა“
28-02-2019, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მძაფრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ პოეტი და ბიძინა ივანიშვილის ძველი თანამებრძოლი დავით მაღარაძე, რომელმაც „TVპირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას  განაცხადა, რომ ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიაში წარმოშობილი „გაუგებრობა და პროტესტი გაიზრდება“ და „უფრო გამძაფრდება“ და ის ფონი, როდესაც პარტიაში ზარდიაშვილი და სამართლის სფეროში „ორი მთავარანგელოზი, გაბრიელის და მიქაელის ნაცვლად მურუსიძე და ჩინჩალაძეა“, „პოლიტიკური სივრციდან წაბრძანების“ სრულიად რეალურ წინაპირობას ქმნის.

 


„მე ვფიქრობ, ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი და ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, რა თქმა უნდა ეს გაუგებრობა და ეს პროტესტი გაიზრდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება. მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება. რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებას და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ უთქვენოდაც მაგრები ვართ და ჩვენ ამომრჩეველი საერთოდ არ გვჭირდება და ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზე. როგორც მხედართმთავარი მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ...

 

 

ესეთი სამარცხვინო, თვალსაჩინო არჩევანი, რაც ხელისუფლებამ გააკეთა მოსამართლეებზე, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, ყველა შეგნებულმა ადამიანმა იცის, რითი „ისახელეს“ ამ ხალხმა თავი - ყველაზე სანიმუშო-სამარცხვინო წიაღში დაუწყეს ძებნა მოსამრთლეებს ხელისუფლებამ. ვხედავ მძიმე სურათს, ვხედავ, როდესაც წავიკითხავ მაგალითად, რომელიმე ლიდერის ნათქვამს, რომ ეხლა ჩვენგან დაცლილი პარტიის რიგები შეივსება ახალი სახეებით, ახალგაზრდებით და ა.შ. რომ არ ვიცოდე ეს სურათი გამიხარდებოდა, რომ ახალგაზრდებზე უფიქრიათ, მაგრამ, რომ ვიცი ეს უმძიმესი სურათი. კაი, ვთქვათ, გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა მოსვლა, ვის ახვედრებთ? - მინდა მივმართო. სასამართლოში ჩინჩალაძე-მურუსიძეს და პარტიაში ზარდიაშვილს? აქ მოვა ახალგაზრდობა? პარტიაში ზარდიაშვილი და სამართლის ორი მთავარანგელოზი, გაბრიელის და მიქაელის ნაცვლად მურუსიძე და ჩინჩალაძეა?!...

 


ვფიქრობ, და ძალიან ბევრს ვფიქრობ და არის ამის მოთხოვნა, მე ვგრძნობ ამას. უნდა შეიქმნას ისეთი [მოძრაობა], როგორც სახალხო ფრონტი იყო ერთ დროს“, განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი