გრიგორი კარასინი: ზურაბ აბაშიძემ მითხრა, რომ შეხვედრა გაიმართა ბიძინა ივანიშვილთან და მოლაპარაკებების მთელი ტონალობა თანხვედრაში იყო იმასთან, რაზეც აბაშიძემ ივანიშვილთან ისაუბრა
28-02-2019, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ის საკითხები დააყენა, რის შესახებაც რეკომენდაციები ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

 

 

„ზურაბ აბაშიძემ მითხრა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა და დღევანდელი მოლაპარაკებების მთელი ტონალობა თანხვედრაში იყო იმასთან, რაზეც მან ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა", განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

 

 

გრიგორი კარასინმა რუსეთის ფედერაციის შეშფოთების მიზეზებზე საუბრისას, რეგიონში ნატო-ს და აშშ-ს აქტიურობა დაასახელა.

 

 

„ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და შეერთებული შტატების გაზრდილი აქტიურობის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით არაერთი სწავლების ჩატარების გამო. ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს, რადგან ეს არღვევს სახელმწიფოთა შორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს. გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე. უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის სამხედრო პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს რა თქმა უნდა ჩვენც გვაღელვებს", განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი