დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიისაგან დაზიანებულ მუგუდის გზაზე სარეაბილატიციო და საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობთ, მუგუდის ხევზე ეწყობა დამცავი გაბიონი და ბეტონის კედელი, რომელიც ხევის ადიდების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სოფლის შიდა გზისა და მიმდებარე სახლების უსაფრთხოების დაცვას.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ხოლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „გეო-მონტაჟი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.