სოსო ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით უნდა დამაჯილდოვოს
23-07-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს", - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.


ჯაჭვლიანის თქმით, გუშინ სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ იყო. მისივე განმარტებით, დეპუტატმა ეკა ხეხრეულიძემ მას დასცინა, როცა განაცხადა, რომ ჯაჭვლიანი თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ამიტომ აცდენდა.


,,ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს. ქალბატონმა ეკამ, მაშინ როცა EBRD-ი ტარდებოდა, ყველაზე კარგად იცის, რომ მე მანდ მიწვეული არ ვიყავი, მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. მან ამ სიტყვებით დამცინა და მიიღო თავისი პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ აქ პოლიტიკურ განცხადებებზე იყო საუბარი, პოლიტიკური განცხადება და ფორმა მე ამისთვის არ მიმიცია", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.


დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა.


"მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი