ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებას აფასებს: ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და არანაირად პროკურატურის კომპეტენცია
28-02-2019, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა, იყო შეფასებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შედის და არა პროკურატურის.

 

 

„დღევანდელი განცხადება იყო გამეორება პრქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი იმ ჩაშლილ კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თვითონ ქვეყნის რეპუტაციას იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები - ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა - ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია.

 

 

მეორე - საზოგადოდ, მინდა ყველას შევახსენო რომ 2008 წელზე საუბარი დღეს, საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა.

 

 

თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითრებში. მინდა მოვუწოდო ყველას, გაიხსენოს რა მოხდა 2008 წელს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ეს იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკონტრდნენ 2008 წელს....

 

 

ანაკლიის პროექტი ვითარდება მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე მინდა ყველას მოვუწოდო ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც რაღაცას ემსახურება, კონკრეტულ რაღაც მოვლენაზე და ა.შ. არის დამაზიანებელი რეპუტაციის არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის ვის მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თვითონ ინსტიტუტების რეპუტაციის", განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი