​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახში ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
28-02-2019, 21:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვდერისას ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა.

 


სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო - აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილოვრივ მოსახლეობაზეც აისახება.

 


,,ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი, ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.

 


,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი