საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მიწებს უფასოდ დაუმუშავებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. როგორც დანელიამ უპასუხა, შეისწავლეს ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.
“პრემიერთან შეთანხმებით და დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსავლის აღება მოხდეს უფასოდ”, – განაცხადა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.