ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპა თენგიზ ნაზღაიძის დედა შორენა ქალდანიც.
შემთხვევა გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის, ნაზღაიძის დეიდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი, გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.