„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს „ასეთი სამარცხვინო პარლამენტი და ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება“ არასდროს ჰყოლია. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასია“-ს ეთერში, გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა, „სირცხვილია“ ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტს ისეთი ფიგურა იკავებდეს, როგორიც მამუკა ბახტაძეა.
„კარგი ახლა, ბახტაძეს რომ შეხედავ მართლა რაა. ხომ არ შეიძლება ბახტაძე აღიქვა სერიოზულად ადამიანმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე. ნუ, სირცხვილია უბრალოდ. შეიძლება ცუდი ადამიანი არ არის. ვწუხვარ, ახალგაზრდა კაცია და, ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრია. გარდა ღიმილისა, ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი რომ გამოჩნდება ეკრანზე, რაღაცა განცდა ხომ უნდა გქონდეს ადამიანს. გეფიცებით ადამიანობას, თუ ამას გულისტკივილით არ ვამბობდე. სირცხვილია მართლა, დღეს ვუყურებდი პარლამენტიდან, რა ხალხია პარლამენტში. ვინ არიან. ასეთი სამარცხვინო პარლამენტი და ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში?“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.