პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე, სავარაუდოდ, ფასი შემცირდება. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, შესაბამის გეგმაზე უწყება უკვე მუშაობს.
"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. ვფიქრობ, ეს მოხერხდება პირველადი მოხმარების ე.წ. ესენციურ მედიკამენტებზე ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს დაიწყება გეგმის მიხედვით შემოდგომიდან, როდესაც 200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტზე მოვახერხებთ ფასების დაწევას. ამის მიღწევის ინსტრუმენტები არის ორი: კონკურენციის გაზრდა და მეორე - ხარისხის სისტემის მწყობრი სისტემის უზრუნველყოფა, რომ იაფიანმა, მაგრამ შესაბამისად უხარისხო მედიკამენტებმა არ დაიკაონ ეს ნიშა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა", - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.