თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
„N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ.
ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.