ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „დღეს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რადაც არ უნდა დაუჯდეს, არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნები მოიგოს, არამედ 2024-ში და 2030-შიც დარჩეს ხელისუფლებაში“
01-03-2019, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს, არამედ „2024-ში და 2030-შიც დარჩეს ხელისუფლებაში“.

 


აღნიშნულის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია „კავკასია“-ს გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებები სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით „აბსოლუტური ფარსი“ იყო და მას ყველაზე მეტად აწყობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა, რათა იგი „მუდმივად ცოცხალი საფრთხობელას“ როლში გამოიყენოს.

 

 

„ივანიშვილის განცხადებები სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ეს იყო აბსოლუტურად ფარსი... ივანიშვილის ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე იყო ფარსი - ფარსი რა თვალსაზრისით? რა თქმა უნდა მას სააკაშვილი არ უყვარდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფულს ახარჯინებდა იგივე სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში. მას რა თქმა უნდა არც სააკაშვილის მობრუნება არ უნდა, რა თქმა უნდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლება უნდა რომ გაიხანგრძლივოს, მაგრამ მას სულაც არ აინტერესებდა არც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება, არც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე წევრების დასჯა. პირიქით, მას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ასე ვთქვათ, მუდმივად ცოცხალი საფრთხობელა და ყველა არჩევნებზე გამოიყენოს, რომ აი, მე შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ აი, უარესი სააკაშვილი მოვა. ამიტომ, მან შეინარჩუნა სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც ამასობაში ისე გაძლიერდა, რომ 800 000 ხმა მიიღო არჩევნებზე და კინაღამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და რაც შეეხება სასამართლო პროცესს, იგი თავდან ბოლომდე მორგებულია იმაზე, რაც არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა ქვეყანაში.

 

 

მას ვერავინ ვერ უბედავს იმის თქმას რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. გარდა ამისა, ოლიგარქების მენტალიტეტი არის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. აი, მაგალითად, პრობლემა თუ გაჩნდა და დღეს თუ ვიხდი ვთქვათ 1 000 ლარს, ხვალ გადავიხდი 10 000 ლარს და ეს პრობლემა მოგვარდება. ჰგონიათ, რომ ფულით ან ძალიან ბევრი ფულით ყველაფერს მოაგვარებენ. ნაწილობრივ ისინი მართლები არიან. ბევრი ფულით და ძალიან ბევრი ფულით ბევრი რამე გვარდება, მაგრამ არა ყველაფერი.

 


დღეს ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან 2020 წლის არჩევნები კი არ მოიგოს მარტო, კიდევ 2024-ში და 2030-ში დარჩეს ხელისუფლებაში“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   გივი ჩეჩელაშვილი
      
მათ ერთმანეთი აწყობთ, ბიძინას და მიშას, მართალია ნინო ბურჯანაძე:
https://youtu.be/BCx07aU0aMY
30 აპრილი 2019 10:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი