ელენე ხოშტარია: დეკანოზი გიორგი მამალაძე პირადად მომიყვა კონკრეტული დარღვევების შესახებ - პროკურატურა რა ბინძურად მოქმედებდა მასთან მიმართებაში
01-03-2019, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი მოინახულა. როგორც ელენე ხოშტარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ „ტვ. პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სასულიერო პირისგან მოისმინა დეტალები იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებაში პროკურატურამ დაუშვა.

 

 

„არაგამჭვირვალე პროცესია - ჯერ ერთი სახელმწიფოს პოზიცია, მათ შორის პრეზიდენტის პოზიცია არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება შიგნით საპატრიარქოში.... 

 

 

მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანი იჭყლიტება, მას ახლაც წართმეული აქვს მარჯვენა მხარე, მძიმედ იყო. მან დეტალურად პირადად მომიყვა კონკრეტული დარღვევების შესახებ - კონკრეტულად პროკურატურა რა ბინძურად მოქმედებდა მასთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა - როგორ ახლა, ჩვენ აქ პრეზიდენტი და მთავარი პროკურატურა იმის მიხედვით უნდა იქცეოდეს, რა ხდება საპატრიარქოში? რა თქმა უნდა, არა. არ შეიძლება რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჯერ იძახდნენ - აი, პატრიარქის მკვლელობა ავარიდეთო ქვეყანასო - გახსოვთ ხომ ეს ხმამაღალი განცხადებები? ბრალი დასდეს ადამიანს, რომ პატრიარქს კლავდა - გაანადგურეს. მერე აღმოჩნდა, რომ სხვა რამეზე იყო ლაპარაკი - უამრავი დარღვევაა. ეს მე ყველაფერი დეტალურად მოვისმინე და ის ეჭვები, რაც მქონდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამიმყარდა. ძალიან ცუდი არის ის, რომ პარლამენტარს თუ სხვას უწევს ასეთ ცუდ მდოგმარეობაში მყოფ ადამიანთან. საზოგადოებას ძალიან ცალსახა პასუხები უნდა ჰქონდეს და ასეთ საქმეებზე ასეთი დარღვევები უბრალოდ წარმოუდგენელია და ეს ადამიანი - რა თქმა უნდა, მე მის გვერდზე ვიქნები ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის გვერდზე, რომელიც ასე გაიჭყლიტება სისტემისგან", განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმითაც, იმის მიუხედავად, რომ სასულიერო პირი ჯანმრთელად არ არის, მორალურად მყარად გამოიყურება.

 

 

მსჯავრდებული სასულიერო პირი დღეს ციხის საავადმყოფოში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმაც მოინახულა. მეუფე ანტონმა აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება - პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი